ვინ არის დაზღვეული?

რამდენია სადაზღვევო ლიმიტი?

სისტემის მონაწილე ბანკები

როგორ ამინაზღაურდება დეპოზიტი?

ჩვენს შესახებ

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2017 წლის 24 ივლისს დაარსდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც ძალაში 2017 წლის 17 მაისს შევიდა.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), რომლის მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევა. ნებისმიერ ბანკში გადახდისუუნარობის პრობლემის დადგომის შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას დადგენილი ზღვარის ფარგლებში.

სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. 2017 წლის სექტემბერში, სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე, ღია კონკურსის გზით, შეირჩა და დაინიშნა ოთარ ძიძიკაშვილი. სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოყალიბდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სააგენტოში, ხელმძღვანელის ჩათვლით, 5 თანამშრომელია - ფინანსური ექსპერტი/ანალიტიკოსი, იურისტი, ანაზღაურების ექსპერტი და ადმინისტრაციის სპეციალისტი.

სააგენტოს ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და კომერციული ბანკების მიერ შერჩეული 2 დამოუკიდებელი წევრის შემადგენლობით.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ადმინისტრირებას უწევს ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემას და უზრუნველყოფს მის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და იცავს დეპოზიტორებს კუთვნილი თანხების დაკარგვისგან (დადგენილი ზღვრის ფარგლებში) კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

დაზღვევის ლიმიტი ამ დროისთვის 5 000 ლარია ნებისმიერ ვალუტაში არსებული დეპოზიტისთვის. დადგენილი ზღვარი, ადგილობრივი ეკონომიკური სურათისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეტაპობრივად გადაიხედება და გაიზრდება.

დაზღვეულია ფიზიკური პირების ყველა სახის...

ბოლო სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ 2018 წლის 21 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში და 1 1...

მეტი

2018 წლის 1 თებერვლიდან ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაევალათ

2018 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს “კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების და...

მეტი

ხშირად დასმული კითხვები

რა ხდება, თუკი დეპოზიტორი, დადგენილ 20 დღეში, ვერ ახერხებს თანხის გამოტანას?

დეპოზიტორს სააგენტოსგან ანაზღაურების მოთ...

როგორ იმართება დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არსებული თანხები?

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არსებულ თან...

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის საკმარისი თანხები დეპოზიტორების ასანაზღაურებლად?

იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევ...

სტატისტიკა

დეპოზიტორთა 96%

დაზღვევა სრულად ფარავს